ზაალ ტყეშელაშვილის მიერ დაფუძნებული ბეჭდური გაზეთი „იმანუელი“, რომელიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა როგორც ერთადერთი ბეჭდური მედია სახარების რწმენის ეკლესიებში მთელი საქართველოს მასშტაბით 90-იან წლებში, რომელიც სახარების გავრცელების და ახალი ეკლესიების დაფუძნების ერთ - ერთი ძლიერი კატალიზატორი იყო.
ზაალ ტყეშელაშვილის და გამომცემლობა „იმანუელის“ წინააღმდეგ წარმოებული თავდასხმები მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში.
2006 წელს, პასტორები ისევ აწყდებიან წინააღმდეგობას სახელმწიფოს მხრიდან. ნოტარიუსი არ ამოწმებს ეკლესიის სარეგისტრაციო საბუთებს. მიზეზად ასახელებს მის მართლმადიდებლურ აღმსარებლობას. პასტორები, სახალხო დამცველის ოფისთან ერთად იბრძვიან სამართლებრივი გზებით საკუთარი უფლებების დასაცავად და იმარჯვებენ. შედეგმა გზა გაუხსნა საქართველოში არსებულ სხვა არამართლმადიდებლურ ეკლესიებსაც, დაუბრკოლებლად მიეღოთ იურიდიული სტატუსი.